
ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვსა და 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად, ესტონეთი აწვდის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელ მებრძოლებს. გარდა ამისა, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, დამატებით გავუგზავნით 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში წარმოებულ აღჭურვილობას", – აღნიშნავს ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელი.
კრისტენ მიხალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ყოველთვის ექნება ესტონეთის მხარდაჭერა.
"უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ მომავალს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთზე დაყრდნობა", – დასძინა პრემიერმა.