
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინის 2025 წლის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
სანჩესის თქმით, უკრაინა ესპანეთისგან ერთი მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს. ეს განცხადება სანჩესმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლისთავზე კიევში ყოფნისას გააკეთა.
სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველყონ.
რუსეთის შეჭრიდან სამი წლისთავზე ევროპელი ლიდერები კიევში ჩავიდნენ.