პარტია ლელო სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
პარტიაში აცხადებენ, რომ ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს.
"პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს.
ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს:
1. ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა;
2. იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად;
3. დაუყოვნებლივ მიმართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო"- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.