ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედროს დაღუპვას ეხმაურება და ამას ომის დაწყების შემდეგ "ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღეს" უწოდებს.
"მე ვგლოვობ დაცემულ გმირ სამხედროებს. მათ ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ და დაჭრილებისთვის მშვიდობაზე ვლოცულობ", - განაცხადა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს 21 სამხედრო დაიღუპა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია.
როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ტანკს, რომელიც ისრაელელ სამხედროებს იცავდა, სარაკეტო ყუმბარა მოხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს ტანკში მყოფი 2 ჯარისკაცი დაიღუპა. გამოცემების იუწყებიან, რომ ძლიერ აფეთქების შემდეგ ორი ორსართულიანი კორპუსიც დაინგრა, რის შედეგადაც იქ მყოფი სამხედროები დაიღუპნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ჰამასს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. ღაზაში ამ დრომდე 130-მძევალი რჩევა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული მძევალი ან 7 ოქტომბერს დაიღუპა ან მას შემდეგ რამდენიმე კვირაში.
მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დასრულებას არ დათანხმდება. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს.