ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

გულშემატკივრები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აეროპორტშიც დახვდნენ. დილით ადრე შეკრებილ ხალხს იქ არ მიეცა საშუალება კომუნიკაცია ჰქონოდა ფეხბურთელებთან. ქომაგები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ბავშვები, ცდილობდნენ, სპორტსმენებისთვის ხმა მიეწვდინათ და ასე გადაეხადათ ნაკრებისთვის მადლობა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის გამო.