ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს. ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა.
მანამდე ეროვნული ბანკი დატოვა ორმა ვიცეპრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.