თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო დიალოგი ჰქონდა, რა დროსაც თურქეთის მხრიდან რუსეთში მიმდინარე "მოვლენების მოგვარებაში" მონაწილეობის მზაობა გამოთქვა.
"განიხილეს რუსეთში უახლესი მოვლენები. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, გონივრულად მოქმედების მნიშვნელობა.
ამ საუბრისას აღინიშნა, რომ იმაზე, რაც რუსეთში ხდება პასუხისმგებლობა არავინ უნდა აიღოს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ, თურქეთი, მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ კონტექსტში მოვლენების, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაში" - წერია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.