Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიასა და კატარშიც ჩავა. ვიზიტის მიზანი ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის გარდაცვალების შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და ანკლავის მომავლის საკითხის განხილვაა.
ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ჰეზბოლასთან კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა.