ენმ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ენმ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადასცემენ.

"ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს - ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, დავასრულოთ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი პოლიტიკური პატიმრობა. პირველ მარტს ამ საათზე ჩვენ ყველა ერთად სალომე ზურაბიშვილს გადავცემთ ქვეყნის მასშტაბით შეგროვებულ ხელმოწერებს"- თქვა სოფო ჯაფარიძემ.