ენმ-ის "საქმიანობის შემსწავლელმა" კომისიამ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიბარა

ენმ-ის "საქმიანობის შემსწავლელმა" კომისიამ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიბარა

ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილმა წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელმა" საგამოძიებო კომისიამ ლელოს ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

სხდომა 25 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას.

სხდომაზე მიწვეულნი არიან კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა სხდომაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ქართულმა ოცნებამ "2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.