ენმ-ის კომისია მამუკა ხაზარაძის საქმეს გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში გაგზავნის

ენმ-ის კომისია მამუკა ხაზარაძის საქმეს გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში გაგზავნის

ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის გამოუცხადებლობის გამო მასალებს პროკურატურას გადასცემს.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით აცნობა კომისიის სხდომაზე გამოცხადების საჭიროება და განსახილველი საკითხი. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ფაქტი გაიკვირვა და წერილობითი შეტყობინების გაგზავნა მოითხოვა.

წულუკიანის განცხადებით, სამდივნომ ხაზარაძეს ინფორმაცია წერილობითაც გაუგზავნა "ვათსაფისა" და "სიგნალის" მეშვეობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომისია მას შპს "მაგნატის" საქმეზე გამოკითხვას ითხოვდა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას საგამოძიებო კომისია სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს. აღნიშნული შეთავაზების შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ჯარიმით ან ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.