საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან ოჯახებით მიდიან. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებს უცხოეთში საცხოვრებლად შვილებიც მასობრივად მიჰყავთ. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს საქართველო 5 000-ზე მეტმა მოსწავლემ დატოვა. ეს ნიშნავს, რომ 2013-22 წლების მონაკვეთთან შედარებით, მონაცემი გაორმაგდა.