ელისაშვილი: აბჯარი აისხით, მოემზადეთ - ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ

არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი. ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალურ ადამიანი ამ ქვეყანაში და უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი - აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ.

თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.