
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო უთხრეს", - წერს გვარამია.