ელჩი: მაკრონი ხაზს უსვამს, ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს

ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს. ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს

წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი X-ზე. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის მზარდი აგრესიის კონტექსტში მეზობელი ქვეყნების მიმართ საქართველოც ახსენა და თქვა, რომ რუსეთის აგრესია ვნახეთ "საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციის გზით და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით".