ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო იყო დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში ვითარებისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის სხვა შემაშფოთებელ საკითხებთან ერთად. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო თავად იყო ამ საკითხებიდან ერთ-ერთი აჩვენებს ევროკავშირის შეშფოთების დონეს, რომელიც გაერთიანებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით აქვს, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა განაცხადა, რომ ეს კანონი და მის გარშემო განვითარებული ყველა სხვა ნეგატიური მოვლენა საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან, მიუხედავად საქართველოს მაღალი რანგის პირების საპირისპირო განცხადებებისა. უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე გამოთქვა სინანული, რომ არსებობს ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომელიც ასევე ოფიციალური პირებისგან მოდის.
თქვა ნიდერლანდების ელჩმა დემოკრატიის კონფერენციაზე.