ექიმის თქმით, დავით ქაცარავას ყვრიმალის ძვალი აქვს მოტეხილი. მისივე ინფორმაციით, ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა და ის რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.
"პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ყველაფერი რიგზეა. დამთავრდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ცოტა ხანი დარჩება სტაციონარში, ორი დღე ალბათ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- თქვა ექიმმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.