ინგოროყვას კლინიკის ექიმი კახა ჭელიძე ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.
ექიმის თქმით, თვალის მთლიანობა არ არის დარღვეული, შესაბამისად, შენარჩუნებულია მხედველობა.
"ოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ განსხვავებული მოსაზრება აქვს და ამაზე ფიქრობს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მისი მხრიდან, ამ წუთისთვის, არ არის მიღებული.
ცხვირის ძვლების მოტეხილობა, შესაბამისად თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. პირველი რიგის ამოცანა ამ წუთში გახლავთ ძვლების მთლიანობის აღდგენა. მხედველობა შენარჩუნებულია, მხედველობის ფუნქცია დარღვეული არ გახლავთ, ამ წუთში ეს გახლავთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა", - ამბობს ექიმი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. მას დაკავებისას პოლიციამ სასტიკად სცემა.