
"ოცნების" პროკურატურა პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ამის შესახებ ცნობილი 1 საათის წინ პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვლს სახვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებით სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა", - განაცხადეს უწყებაში.
ცნობილია, რომ პროკურატურა ექიმს 2 მუხლის, - სტრატეგიული და განსაკუთრთებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - დარღვევას ედავება.
აკადემიკოსი, 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, 20:00 საათზე ექიმები ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.