ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის არჩევნების I ტურში ლე პენის გაერთიანება ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის არჩევნების I ტურში ლე პენის გაერთიანება ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების l ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება ლიდერობს.

ულტრამემარჯვენეებმა ხმების დაახლოებით 34% მიიღეს.

არჩევნებში ხმების დაახლებით 29% მიიღო მემარცხენე კოალიციამ, მესამე ადგილზე კი 23%-ით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი გავიდა.

არჩევნების ll ტური 7 ივლისს გაიმართება.

ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტმა მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.