ე.წ. სუპერ სამშაბათი აშშ-ში - როგორია შედეგები ამ დროისთვის

ე.წ. სუპერ სამშაბათი აშშ-ში - როგორია შედეგები ამ დროისთვის

ე.წ სუპერ სამშბათს, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

CNN-ის მონაცემებით, ტრამპმა კონკურენტი, გაერო-ში ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი შტატთა უმეტესობაში დაამარცხა.

ტრამპი ლიდერობს: ჩრდილოეთ კაროლინაში, ტეხასში, მასაჩუსეტსში, არკანზასში, კოლორადოში, ვირჯინიაში, კალიფორნიაში, ოკლაჰომასა და ტენესიში.

ამ დროის მონაცემებით, ნიკი ჰეილიმ მხოლოდ ვერმონტის შტატში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის ლიდერობს - აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, , ვირჯინიაში, ალაბამაში, მეინიში, ვერმონტსა და მასაჩუსეტსში.

ამ დრომდე ზოგიერთ შტატში ხმის მიცემა ისევ მიმდინარეობს. ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები ალასკაში დაიხურება.

აშშ-ში სუპერ სამშბათი შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს ალაბამას, ალასკის, არკანზასის, კალიფორნიის, კოლორადოს, მეინის, მასაჩუესტსის, მინესოტის, ჩრდილოეთ კარონილის, ოკლჰომოსის, ტეხასის, ტენესის, ვერმონტისა და ვირჯინიის შტატებში. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ალასკაში არ ტარდება.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის ერთადერთი მეტოქე გაერო-ში ყოფილი ელჩი, სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილია. ნიკი ჰეილს ამჟამად ერთადერთი გამარჯვება აქვს - აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ პრაიმერიზში, რომელიც კვირას, 3 მარტს შედგა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.