![ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/8bbaa64d-e1f7-4ccc-a150-448fc9a2b954.jpg)
ე.წ. კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე, დავით ჯუღელი ფორმულასთან იმ მუქარასა და შუამავალი პირის დეტალებზე საუბრობს, რომლებიც მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასურველი განაჩენის გამოტანას ავალებდნენ.
ჯუღელის თქმით, თავდაპირველად მას დაეკონტაქტა პიროვნება, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვეტენაძის სიტყვებს გადასცემდა.
ამასთან, საქმის ყოფილი მოსამართლის ცნობით, გვენეტაძემ იცოდა, რომ მათთვის სასრუველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ჯუღელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა შესთავაზა.
"თავდაპირველად კომუნიკაციაზე გამოვიდა, იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაახლოებული, ნდობით აღჭურვილი პიროვნება, ისიც სასამართლო სტრუქტურაში მუშაობდა. პირველივე წუთიდან საქმე შესწავლილიც არ მქონდა, იყო მუქარანარევი ტექსტი. [..]
ეს ნამდვილად ის პიროვნება იყო, ვინც ნინო გვენეტაძის სიტყვებს გადმომცემდა. შემდეგ ამ პირმა უზრუნველყო ჩემი შეხვედრა ნინოსთან. ამ საქმესთან უშუალო და პირადი შეხება მქონდა მხოლოდ ნინო გვენეტაძესთან და რამდენიმე მოსამართლესთან. დანარჩენი შუამავლები ვინც იყვნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ადამიანების ინტერესს წარმოადგენდნენ და მათ სურვილებს, მათ თხოვნებს და ა.შ. ვისი სახელითაც მოდიოდნენ. [..]
ნინო გვენეტაძესთან უშუალოდ ბოლო საუბარი შეეხო იმას, რომ ეძებდა ფორმებს ამ სიტუაციიდან რბილად გამოსასვლელად. ეს იყო ჩემთვის განცხადების დაწერა, სამსახურიდან წასვლაზე თუ ა.შ.
მან მითხრა, რომ "ვიცი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებ და სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო - ეს იყო მისი სიტყვები. ნინო გვენეტაძე უცხო არ იყო ჩემთვის, უზენაესი სასამართლოდან ვიცნობდი, მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც მოსამართლე იყო. ამ ჩარევას ჰქონდა ადგილი. ვიცოდი, რომ რაც იმ ადამიანს მოჰქონდა სიტყვები, ნინოს დაბარებული იყო. თავს შევიკავებ შუამავლების დასახელებისგან, აღარ არის საჯარო მოხელე, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებული პირია, ეკრანებზეც ჩანდა, მაგრამ არა ხშირად", - თქვა ჯუღელმა ფორმულას ეთერში.
ასევე, ე.წ. კაბელების საქმის ყოფილმა მოსამართლემ თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე ჯუღელსა და პროკურატუას შორის "მთავარი მომრიგებელი" იყო.
ფარცხალაძის ამ საქმეში მონაწილეობა გამოიხატებოდა ზუსტად იმაში, რომ ის იყო მთავარი მომრიგებელი ჩემსა და პროკურატურას შორის. რბილად რომ ვთქვათ, ამ საქმის დამლაგებელი", - თქვა ჯუღელმა.
***
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ კაბელების საქმეზე საია-ს მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.
საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.