ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები შემოსავალს დაკარგავენ. პროტესტის ნიშნად თბილისში თამარ მეფის გამზირი გადაიკეტა. მოვაჭრეებს სავაჭრო სივრცეს ატოვებინებენ. ბაზარი 6 თვით იხურება. აქციის მონაწილეებისთვის მომავალი გაურკვეველია. ტერიტორიაზე ახალ კომპლექსს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია აშენებს.