"ძნელად საცნობი" - Express.co.uk მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე წერს

"ძნელად საცნობი" - Express.co.uk მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე წერს

ბრიტანული გამოცემა Express.co.uk წერს, რომ მეილ სააკაშვილი ახალ სურათებში "ძნელად საცნობად" გამოიყურება.

გამოცემის თანახმად, 3 ივლისის სასამართლო პროცესზე, რომელშიც სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, გამოჩნდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის ბოლოს საჯაროდ მარტში ნახეს.

Express.co.uk იხსენებს გასული თვის ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის დავალებით მოწამლეს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო გამოცემასთან თავისი შეშფოთება გამოხატა.

"ეს სურათები, რა თქმა უნდა, შოკს გამოიწვევს მსოფლიოში. მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვნად დაიკლო, ძნელად იცნობა ადამიანი, რომელიც 2003 წელს ვარდების რევოლუციას ხელმძღვანელობდა", - ციტირებს Express.co.uk დავით კეზერაშვილს.

"ნეიტრალური დამკვირვებლების უმრავლესობა აღიარებს მის პატიმრობას ისე, როგორც არის: ძალაუფლების გროტესკულად ბოროტად გამოყენება, რომელიც შექმნილია რეგიონში მხოლოდ რუსეთის ინტერესების დასაცავად. საერთაშორისო საზოგადოება სწრაფად უნდა გაერთიანდეს თუ სააკაშვილის გათავისუფლება სურს, სანამ ძალიან გვიანი არაა", - აღნიშნა კეზერაშვილმა.