
ძლიერმა ქარმა ბათუმის რამდენიმე ქუჩასა და პარკში ხეები დააზიანა. ასევე აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს სტამბოლი-ბათუმის რეისიც.
Flight Radar-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავმა შავის ზღვის თავზე წრე რამდენჯერმე დაარტყა.
ქალაქის ნაწილს, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, დენის მიწოდება ავარიული გათიშვის გამო შეწყდა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.