ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები მუშაობენ.
ძლიერი ქარია ბათუმშიც. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა. ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქციები დაეცა.