"ძალისხმევას არ ვიშურებთ მძევლების გასათავისუფლებლად" - ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

"ძალისხმევას არ ვიშურებთ მძევლების გასათავისუფლებლად" - ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მან მოლაპარაკება თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართა.

ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლები გათავისუფლდნენ. თავის მხრივ, ჰერცოგმა თქვა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

მისი თქმით, ისრაელი მონაწილეობას მიიღებს მოსმენებში, რომელიც 11 იანვარს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იწყება. სასამართლოს სამხრეთ აფრიკამ მიმართა და ისრაელი ღაზის მოსახლეობის გენოციდში დაანაშაულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში დღეს ჩავიდა. მანამდე ბლინკენი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკებები გამართა "ღაზას მომავლის შესახებ კონსენსუსის მიღწევის" მიზნით.