დუშეთში ძლიერმა ქარმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია - ცენტრალურ ქუჩაზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ნაძვის ხე გუშინ ააწყვეს, თუმცა სამუშაოების დასრულება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.
ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, მომხდარზე პირად Facebook-გვერდზე დაწერა დუშეთის მერმაც. მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომ საახალწლო ნაძვის ხე მნიშვნელოვნად დაზიანდა - როდის აინთება საზეიმოდ ნაძვის ხე, უცნობია.