
შაბათს, 22 მარტს, დორტმუნდის აეროპორტში გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთისკენ მიმავალი ფრენის შემოწმების დროს 45 წლის საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზად მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი დეტალები დაასახელა.
საქართველოს მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის შემოწმებაზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა, სისტემაში დაბადების თარიღი პასპორტში მოცემულ ინფორმაციას არ დაემთხვა. ამის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოებთან კონსულტაციები დაიწყო.
ძებნილ მოქალაქეზე მონაცემების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მას გერმანიის ფედერალური პოლიცია განზრახ მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე ეძებდა.