უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, 6 ივლისს მათ დრონებით განხორციელებული შეტევები მოიგერიეს, რომელთა სამიზნე ქვეყნის 12 რეგიონი იყო. უწყების ცნობით, მოსკოვის მხრიდან დონეცკზე მიტანილმა იერიშმა იმსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაიჭრა კიდევ რამდენიმე პირი.
"6 ივლისის ღამეს მტერმა იერიში განახორციელა შაჰედის ტიპის 27 დრონით, საიდანაც 24-ის განადგურება შევძელით", - აცხადებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა.
პარალელურად, სუმის რეგიონის და დედაქალაქ კიევის მესვეურები აცხადებენ, რომ რუსეთის დრონებმა გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა წყლის მომარაგების სისტემისთვის, რის გამოც წყლის მიწოდება დროებით შეფერხდა.