
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების შეხვედრას X-ზე ეხმაურება.
"ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა. დღეს მთელი მსოფლიო გიყურებთ ჯიდაში. წარმატებები!" - წერს დონალდ ტუსკი.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს.