
პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილს, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, ფორმულასთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პირველად უპასუხა.
ფორმულა დაინტერესდა, როგორია სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ირაკლი კობახიძის წერილის ტონზე, შინაარსზე და მის გავლენაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.
მისი თქმით, ვაშინგტონმა ნათლად დასახა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
"როგორც უკვე ვთქვი, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად ეკიდება ურთიერთობის გაუმჯობესებას შეერთებულ შტატებთან. მსურს აღვნიშნო, რომ მოხარულები ვართ, რომ ამ კვირაში ვაშინგტონში, ვმასპინძლობთ უდიდეს ქართულ ბიზნეს დელეგაციას", — წერს სახდეპის სპიკერი ფორმულას.
უწყება განმარტავს, რომ საჯარო კომენტარს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე არ გააკეთებს.
ირაკლი კობახიძის წერილის ადრესატები ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი იყვნენ. "ოცნების" პრემიერმა დონალდ ტრამპისგან მეტი ყურადღება ითხოვა. წერილს ოცნების ერთპარტიული პარლამენტის წერილიც მოჰყვა, რომლითაც MEGOBARI აქტი გააკრიტიკეს.