
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ორშაბათს, დილის 10:00 საათზე ის რუსეთისა და შემდგომ უკრაინის ლიდერებს, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით გაესაუბრება.
იგი ასევე წერს, რომ ზელენსკისთან გამართული საუბრის შემდგომ ტრამპი, უკრინის პრეზიდენტთან ერთად, NATO-ს სხვა წევრებსაც დაელაპარაკება.
მისი თქმით, ამ საუბრების მთავარი თემა "სისხლისღვრის შეჩერება" იქნება.
"ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით დაველაპარაკები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბრის თემა "სისხლისღვრის" შეჩერება იქნება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი მასთან ერთად NATO-ს სხვადასხვა წევრ ქვეყნებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.