
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 17 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "მკაფიო გზავნილი" გადასცა.
კერძოდ, სახდეპის ცნობით, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევის გზისა.
"შეერთებული შტატები ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევის გზის. შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ყოვლისმომცველი სამშვიდობო გეგმა საუკეთესო გზაა წინსვლისკენ. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობის დასრულების შესახებ", - ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.