პესკოვი: პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, თუ მხარეები გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწევენ

პესკოვი: პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, თუ მხარეები გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწევენ

კრემლის პრესსკიპერის, დიდმიტრი პესკოვის თქმით, არსებობს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მომლაპარაკებლები "გარკვეულ შეთანხმებებს" მიაღწევენ.

"ჩვენ ასეთ შეხვედრას შესაძლებლად მივიჩნევთ, როგორც ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, ასევე ამ დელეგაციების მიერ გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ", - თქვა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობების სიას ამზადებს და მას უკრაინას გადასცემს.