დონალდ ტრამპი რომში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი რომში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პირად შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან რომში, სადაც ორივე ლიდერი გაემგზავრება რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ზელენსკისთან შეხვედრას ომის დასრულების პირობების განსახილველად, ტრამპმა უპასუხა: “ეს შესაძლებელია”. შეგახსენებთ, რომ ორ ლიდერს შორის წინა შეხვედრა ვაშინგტონში საჯარო უთანხმოებით დასრულდა.

მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის “საკუთარი ვადა” აქვს განსაზღვრული. “ჩვენ გვსურს, რომ ეს სწრაფად მოხდეს. გვაქვს ვადა, რომლის შემდეგაც ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება”, – განაცხადა ტრამპმა, თუმცა ვადის კონკრეტული დრო არ დააკონკრეტა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიმართ ზეწოლის სტრატეგიაზე: “თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ჩვენ უზარმაზარ ზეწოლას ვახორციელებთ”, – აღნიშნა მან და დაამატა: “ომის შეჩერება და ქვეყნის სრული ოკუპაციის შეწყვეტა საკმაოდ დიდი დათმობაა”.

ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ახლოსაა რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. მან ასევე განმარტა, რომ ომის პირველ დღეს დასრულების დაპირება “სიმბოლური გადაჭარბება” იყო. “ცხადია, ხალხს ეს ხუმრობად ესმის, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ომს ბოლო უნდა მოეღოს”, – თქვა ტრამპმა.