დონალდ ტრამპი: პუტინთან უკრაინის ომის დასრულებაზე ვისაუბრებ

დონალდ ტრამპი: პუტინთან უკრაინის ომის დასრულებაზე ვისაუბრებ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ. მისი თქმით, საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ტრამპმა აღნიშნა, რომ ყოველ კვირას ორივე მხარეს 2,500 ჯარისკაცი იღუპება და ეს უნდა დასრულდეს.

"ხვალ დილით პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანები იღუპებიან. ყოველ კვირას 2,500 ჯარისკაცი კვდება ორივე მხრიდან და ეს უნდა დასრულდეს ახლავე. მოუთმენლად ველი საუბარს პრეზიდენტ პუტინთან", - დაწერა ტრამპმა გუშინ ღამე სოციალურ ქსელში.