ჩვენი დავალებაა და იმიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ჩავიცვათ რკინის ქალამნები, როგორც იტყოდა ილია ჭავჭავაძე და შემოვატრიალოთ ის ავტობუსი, ის მატარებელი, რასაც ჰქვია საქართველო და დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე.
დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არც სამუშაო ადგილებზე გვესაუბრება, არც ხელფასებზე, არც სკოლებზე, არც ძალადობის აღმოფხვრას გვთავაზობს, არც ადამიანის უფლებებზე გვესაუბრება, არც განათლების რეფორმებზე. ერთადერთი, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, ეს არის შურისძიება, ღვარძლი, დაპირისპირება, დაქსაქსვა, ტიპური რუსულ, "კაგებეშნიკური" მეთოდი. მაგრამ ამას ჩვენ არ დავუპირისპირებთ იმავეს. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამას დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ საქმე, ამოცანები და ის გეგმა, რომელსაც დღეს ხედავთ - "ილიას გზა".
განაცხადა ანა დოლიძემ კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
"ილიას გზა" - კოალიცია ძლიერმა საქართველომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა