დიდუბის ხიდის რეაბილიტირებულ მხარეს მოძრაობა ორმხრივი იქნება - მერია

დიდუბის ხიდის რეაბილიტირებულ მხარეს მოძრაობა ორმხრივი იქნება - მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.

უწყებაში ამბობენ, რომ 31 ივლისიდან ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება.

"შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი მომდევნო ეტაპზე გადადის. კერძოდ, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება", - წერია მერიის განცხადებაში.