დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დღეს, 24 ივლისს თავდაცვის სფეროში ახალ დეკლარაცია გააფორმეს, სადაც პირობას დებენ, რომ თავიანთი თავდაცვის ინსდუსტრისა და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე, რუსული ძალების მოსაგერიებაში უკრაინის მხარდასაჭერად, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
შეთანხმებას ხელი დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ მოაწერა. ის თავის გერმანელმა კოლეგას, ბორის პისტორიუსს შეხვდება.
ჰეილის გერმანიაში ვიზიტი ორდღიანი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის საფრანგეთს, პოლონეთსა და ესტონეთსაც ეწვევა.
"ეს ვიზიტები აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ევროპის უსაფრთხოება ამ მთავრობის პირველი საგარეო და თავდაცვითი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი ახალი დეკლარაცია დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის ღრმა, ახალ თავდაცვით ურთიერთობებს უყრის საფუძველს, რომელიც ჩვენი ერების საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული", - განაცხადა მინისტრნმა.