დიდი ბრიტანეთი უკრაინას 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რაკეტებს გადასცემს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა 650 ერთეულ რაკეტას მიიღებს - საუბარია LMM Martlet-ის მრავალმიზნიან რაკეტებზე, რომელიც ოფიციალურ კიევს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.
შესაბამისი ოფიციალური განცხადებაში დღეს, აშშ-ში, საჰაერო ძალების რამშტაინის ბაზაზე გაკეთდება.
პირველი რაკეტების მიწოდება წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.