დღევანდელი დღე ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

დღევანდელი დღე ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.