2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება"- ნათქვამია განცხადებაში.