დერ ლაიენი: აშშ და EU რჩებიან ძლიერ მოკავშირეებად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა

დერ ლაიენი: აშშ და EU რჩებიან ძლიერ მოკავშირეებად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს და აშშ-ს შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ცვლის მათ სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"შეერთებული შტატები უკვე 80 წელზე მეტია, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. სირთულეების დროს ევროპამ და ამერიკამ ყოველთვის ერთად შეძლეს გაძლიერება. რა თქმა უნდა, არსებობს უთანხმოებები, გარკვეულ თემებზე შეხედულებები შეიძლება არ გვემთხვეოდეს, თუმცა ჩვენი საერთო ინტერესები ყოველთვის უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს განსხვავებები. ასეთი საკითხები ყოველთვის იქნება, მაგრამ საჭიროა მათი განხილვა და საერთო გადაწყვეტილებების პოვნა", – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, მტკიცე პარტნიორობა გულისხმობს, რომ ყველა მხარემ აიღოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.