დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელი

დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელი

კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ. ეს არის მესამე სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციოში შევიდა. აღმოჩნდა, რომ სასამართლო სამივეს გააერთიანებს. ამის შესახებ მერაბ ტურავას განცხადებით გაირკვა. მოსამართლე ამბობს, რომ განხილვას ერთი თვე დასჭირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, შემადგენლობის უმრავლესობას ხელისუფლებისადმი ლოიალურობაში ადანაშაულებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ მიმდინარეობს - არასამთავრობო ორგანიზაციების ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.