დეპარტამენტი: რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება

დეპარტამენტი: რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება

განახლება - რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათი ცნობით, საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში.