დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარდა ამისა, თოვლისა და ნამქერის გამო, კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ90 მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობითვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელია და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია", - წერს გზების დეპარტამენტი.