დეკანოიძე რუსულ კანონზე: მივმართავ ყველას - ოცნებას არ მივცეთ ქვეყნის უკანსვლის საშუალება

ქართულმა ოცნებამ კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა პარლამენტში. მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ვინც არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში - ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკანსვლის საშუალება.

თქვა ევროოპტიმისტების წევრმა ხატია დეკანოიძემ. ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა დააინიცირებს.