მე ვერ გეტყვით, რა იყო ეს. არ მაქვს ინფორმაცია. მე არ გახლდით საერთოდ დარბაზში და მე ოპოზიციას ვთავაზობდი, რომ საერთოდ არ მიგვეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და არც გახლდით მე შენობაში იმ პერიოდში, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულად, უკვე წლებია ვსაუბრობთ კლანის მმართველობაზე და კლანის მმართველობა არის ის, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელს უშლის. ამიტომ სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია უვსებს აი ამ კვოტას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის წევრებთან მიმართებაში კლანს თვითონ.
განაცხადა პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.