მიმაჩნია, რომ მას შეუძლია ძალიან სერიოზული კონტრიბუცია და წვლილი შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე ამაში დარწმუნებულიც ვარ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, მქონდა და მაქვს მასთან კომუნიკაციაც, არ გამიწყვეტია ეს კომუნიკაცია მაშინ, როცა მოხდა ის მოვლენები პარტიაში, რომელსაც მე ნამდვილად არ ვიზიარებდი და პოზიტიურად არ შემიფასებია და არ ვაფასებ, მაგრამ რაც შეეხება მთავარ თანამშრომლობას ან ჩარჩოს თანამშრომლობის, ვფიქრობ, რომ ვითანამშრომლებ ყველა ადამიანთან, რომელიც არის ნამდვილად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ხალხის მხარდაჭერა.
განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა ხატია დეკანოიძემ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. მან ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ახალი პარტია "გონივრულ ვადაში" დაფუძნდება.